აშშ რუსეთის განადგურებას აპირებს, რა თქმა უნდა, რუსეთი არასოდეს დაუშვებს მოვლენების ასეთ განვითარებას, ეს დღეს ყველასთვის ნათელია – მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აშშ-ის მთავარი მიზანი რუსეთის განადგურებაა. ამის შესახებ მან საკუთარ TELEGRAM ანგარიშზე დაწერა.

მედვედევის განცხადებით, აშშ-ის მთავარი მიზანი რუსეთის დამცირება, შეზღუდვა და განადგურებაა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის შემდეგ შეერთებული შტატები ჩინეთს დაუპირისპირდება, რაც მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მიიყვანს.

„თეთრი სახლის ვიწრო აზროვნების სტრატეგიებმა რუსეთში სისტემური პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ისინი დასუსტდნენ და უზარმაზარი ქვეყანა ძალიან რთული გამოწვევების წინაშე დააყენეს. მათი მიზანია რუსეთის განადგურება. შემდეგი მიზანი ჩინეთის ტოტალური დასუსტებაა.

შემდეგ კი, სულ რამდენიმე ნაბიჯი რჩება უმძიმეს გლობალურ კრიზისამდე, ენერგიისა და საკვების კოლაფსამდე, ყველა კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის წარუმატებლობამდე და მალე, დიდ ბირთვულ აფეთქებამდე, რომელიც უნივერსალური ქვესკნელისკენ გახსნის გზას.

რა თქმა უნდა, რუსეთი არასოდეს დაუშვებს მოვლენების ასეთ განვითარებას, ეს დღეს ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა მედვედევმა.