NDI – გამოკითხულთა  24% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართულ ოცნებას“დგას, 9% კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 41% არც ერთი პარტიას

მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, გამოკითხულთა მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

არც ერთი პარტია, ასეთი პასუხი გასცა 41-მა პროცენტმა, ხოლო 17-მა პროცენტმა თქვა, რომ არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი პარტია. „ქართული ოცნება“ დაასახელა გამოკითხულთა 24-მა პროცენტმა. პასუხზე უარი განაცხადა, 12-მა პროცენტმა. ცხრა პროცენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დასაახელა. პასუხი – „არ ვიცი“ გასცა ექვსმა პროცენტმა. სხვა – რვა პროცენტმა.

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.