პოლონეთმა „ღამის მგლები“ ქვეყანაში არ შეუშვა

პოლონეთის ხელისუფლებამ რუს ბაიკერებს ქვეყანაში გადაადგილების საშუალება არ მისცა. „ღამის მგლები“ პოლონეთში არ შეუშვეს. რაც შეეხება „მგლების“ ბელორუსიელ წარმომადგენლებს, ისინი ქვეყანაში დაუშვეს.

გამარჯვების გზა გადი სმოლენსკს, მინსკს, ვარშავას, ბრატისლავს და დრეზდენს. ძირითადი ღონისძიებები კი ბერლინში 9 მაისს იგეგმება.

ცნობილი ხდება, რომ მომხდართან დაკავშირებით „ღამის მგლების“ მაკედონიის კლუბი უახლოეს დღეებში აპირებს პოლონეთში ჩასვლას და რუსი კოლეგებისთვის სოიდარობის გამოცხადებას.