მექსიკაში დამანგრეველმა მიწისძვრამ, ბოლო მონაცემებით, 248 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

მექსიკაში დამანგრეველმა მიწისძვრამ ბოლო მონაცემებით 248 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 ხელისუფლება შიშობს, რომ მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან დაზარალებულები.

სამაშველო ოპერაციები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მოქალაქეები დახმარებას ერთმანეთს უწევენ. სტიქიის ზონაში მობილიზებულია არმიაც. მექსიკას დახმარებას სთავაზობენ როგორც მეზობელი, ასევე ოკეანისმიღმა ქვეყნები.