გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრების პროტესტი პრეზიდენტს

სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში იწვევს ყველას, ვინც 91 წლის დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა, თუმცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრები ქვეყნის პირველ პირთან მიღებაზე არ მივლენ. როგორც ისინი ამბობენ, ეს მათი პოლიტიკური დემარშია.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრები ზურაბიშვილს პირველი პრეზიდენტის დევნაში და პუტჩის, თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. მათ დიდი ნაწილი დღეს ღიად ამბობს, რომ ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტი იქნება ვიდრე არ აღიარებს საკუთრ შეცდომებს.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრებისთვის ასევე მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მათ არ სჯერათ რომ მან წლების შემდეგ მოინანია და პოზიცია შეიცვალა. დარწმუნებული არიან რომ მათთან შეხვედრა პირადად არც სურს.