“ძნელია ამ ტოქსიურ ველზე შესვლა ურჩიო მეგობარს…”

სოსო მანჯავიძე

-ერთი ვაი-უშველებელი ატყდა ლევან ვასაძის “პოლიტიკაში შემოსვლასთან” დაკავშირებით.

ჯერ,ერთი, ლევანი თვითონ საუბრობს საჯაროდ საკმაოდ ხშირად.

თუ გადაწყვეტს, ის თავად იტყვის ამის შესახებ.

თუმცა ასეთი რამ არც პირად საუბრებში უთქვამს თავისი მეგობრებისათვის,რომელთა რიცხვს მეც ვეკუთვნი.
რაც შეეხება ზოგიერთი სინდისთან მწყრალად მყოფი საინფორმაციო საშუალების მოუხეშავ მცდელობას წინასწარ გააკეთოს ლევანის ასეთი ნაბიჯის პრევენცია და მცდელობას,რომ ლევანი რუსული ფულისა და

გავლენის გამტარად წარმოაჩინონ-,ასეთები ბევრი გვინახავს.

მე უფრო ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის პოზიციის მიკვირს.

ისე აიტაცებენ ხოლმე კლიშეებს,რომელსაც არაკეთილისმოსურნენი შეგნებულად ავრცელებენ, რომ გეგონება რაღაც უცნაურ სიამოვნებას განიცდიდნენ ამით.

ასე, მაგალითად,ლევანს ხან ოლიგარქს ეძახიან,ხანაც რომელიღაც რუსული თამაშის მონაწილეს,რომლის შესახებაც, ცხადია.ამ ყველაფრისმცოდნე ექსპერტებმა ყველაფერი იციან.

საინტერესოა, რა პარამეტრებით არის ლევანი ოლიგარქი,

რომელ მონოპოლიურ ბიზნესს ფლობს ის საქართველოში ან რა პრივილეგიებით სარგებლობს.
არც მისი ქონება აკმაყოფილებს თუნდაც ყველაზე “მოკრძალებული”: ოლიგარქის პარამეტრებს.
უბრალოდ ,სიტყვა “ოლიგარქის” მნიშვნელობის არცოდნასთან გვაქვს საქმე.

ჩემი აზრით,ლევანის ჩართვა რეალურ პოლიტიკაში სიკეთეს მოიტანს ქვეყნისათვის,თუმცა ძალიან ძნელია ამ ტოქსიურ ველზე შესვლა ურჩიო მეგობარს.

ჯერ წინასწარ რა გესლის ნთხევაა და შემდეგ ხომ მთლად ფეიერვერკებს მოაწყობენ.
ამ საქმეში ხომ ნამდვილად არ გვყავს ბადალი.