აშშ-მა მიანმარელი მუსლიმური თემის, როჰინჯების დასახმარებლად 95 მილიონი დოლარი გამოყო

აშშ-მა მიანმარელი მუსლიმური თემის, როჰინჯების დასახმარებლად 95 მილიონი დოლარი გამოყო. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როჰინჯებსა და ადგილობრივ არმიას შორის მიანმარის შტატ რაკჰაინში შეტაკებები მიმდინარეობს, რის გამოც ათასობით ადამიანი დევნილად ან ლტოლვილად იქცა. აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხა საკვების, წყლისა და კარვების შესაძენად, ასევე სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებისთვის დაიხარჯება.

გავრცელებულ განცხადებაში აშშ-მა მიანმარის მეზობელ ბალგლადეშს ლტოლვილების დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მიანმარში დაძაბულობა 25 აგვისტოს, როჰინჯების მომხრე შეირაღებული ჯგუფის მიერ პოლიციის პუნქტებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ გამძაფრდა. დაპირისპირების შედეგად 4-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ბანგლადეშმა კი უკვე მიანმარიდან დევნილი 400 ათასზე მეტი მუსლიმი როჰინჯა მიიღო.