ხეოფსის პირამიდა ტელესკოპით დაათვალიერეს

ხეოფსის პირამიდაში ცარიელი სივრცე  აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, საიდუმლო საფლავი იყოს. დახურულ პირამიდაში ფიზიკოსებმა უკონტაქტოდ, ისეთი ტელესკოპით შეაღწიეს, რომელიც კოსმოსური სხივების შეჯახების შედეგად წარმოქმნილ ნაწილაკებსაც  ხედავს.

როგორც მეცნიერები ამბობენ, შენობის შიგნით უზარმაზარი 30 მეტრი სიგრძის დერეფანია. მისი  სიმაღლე 2 მეტრს არ აღემატება.

გასულ წელს რადარის სკანირებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტუტანჰამონის სამარხი შედგება ორი ოთახისგან, სადაც მეტალის ნივთებია განთავსებული. მათი ვარაუდით, ეს მეტალები დროთა განმავლობაში წარმოიქმნა.

ხეოფსის პირამიდა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე მესამე ათასწლეულშია აგებული. ამ დროს ეგვიპტეს ფარაონი ხეოფსი მართავდა. ნაგებობის სიმაღლე 145 მეტრია, სიგანე – 230.  ბოლო 200 წლის მანძილზე მეცნიერებმა აქ სულ ოთახი აღმოაჩინეს. ხეოფსის და მისი მეუღლის მუმია დღემდე ვერ იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ისინი სწორედ ამ პირამიდაში  განისვენებენ.

აღნიშნული პირამიდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ნაგებობად ითვლება და მსოფლიოს 7 საოცრებას შორის ერთ-ერთია.