მშენებლობებზე უსაფრთხოების კონტროლი დაწესდება

სიმაღლეზე მუშაობის მოთხოვნების შესახებ ახალი ტექნოლოგიური რეგლამენტი დაწესდება, რომელიც  მშენებლობაზე უსაფრთხოების დაცვის კონტროლს გაითვალისწინებს. კანონის აღსრულებას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახური ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან ერთად გააკონტროლებს. ის სამშენებლო კომპანია, რომელიც არ დაემორჩილება რეგლამენტს, დაჯარიმდება. ტექნიკური რეგლამენტი დაიცავს როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის უფლებებს. მშენებლობებზე უსაფრთხოების დამრღვევ კომპანიების წინააღმდეგ სანქციებიც ამოქმედდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონში აისახება ყველა ის დეტალი, რაც შემდგომში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, როგორც სამუშაო პროცესში, ასევე მისი ექსპლუატაციაში შესვლის  შემდგომაც.