ლაშა სტურუა: ნიკა ჩერქეზიშვილს ძალიან სწორი მოთხოვნა აქვს, მაგრამ…

ამ დილით სააგენტოზე გამოქვეყნებულ  მასალას-„პოეტმა ნიკა ჩერქეზიშვილმა პროტესტის პირველი ღამე კანცელარიის წინ გაათენა“

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9B/

მაშინვე გამოეხმაურა „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ლაშა სტურუა და განაცხადა, რომ პროტესტანტის მოთხოვნა სწორია. მან აქციის მონაწილესთან მისვლის სურვილიც გამოთქვა და ისიც გვითხრა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს.

ჩვენ პარტიის ლიდერს საღამოს 7 საათზე ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორების სურვილი გადავეცით, რომ არც მათ და არც თავად ნიკას არ სურთ თემის პოლიტიზირება.

-„ნიკა ჩერქეზიშვილს ძალიან სწორი მოთხოვნა აქვს, მაგრამ ყველაზე დიდ შეცდომას, რასაც ეს ხალხი უშვებს ისაა,რომ პოლიტიკოსებს და პარტიებს კეთროვანივით გაურბიან და პრევენციულ განცხადებებს აკეთებენ,რითაც გულითაც რომ გინდოდეს გვერდში დაუდგე, თავადვე დისტანცირდებიან შენგან… შესაძლოა პოლიტიკოსებმა ეს დაიმსახურეს,მაგრამ ყველას ერთ ჯამში მოხარშვა არ შეიძლება… ამით თავადაც უიმედო ხდები და საზოგადოებასაც ნიჰილიზმში აგდებ! და რაც მთავარია, გვინდა ეს თუ არა, მოგვწონს თუ არა, პროცესებს პოლიტიკოსები მართავენ და შესაბამისად, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მათ გარეშე არაფერი ხდება, მითუმეტეს ვერც ერთი საქმე შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნება! ასე,რომ ამ ხალხმა წესიერი პოლიტიკოსები უნდა გამოარჩიონ და ითანამშრომლონ მათთან, თუ სურთ შედეგს მიაღწიონ!

-აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების ასეთი სურვილი, რადგან არაერთხელ გვინახავს საზოგადოებრივ აქციაზე მისული პოლიტიკოსები, დროშები უფრიალებიათ, სიტყვა წარმოუთქვამთ, მერე ტელე-კამერების წინ უპოზიორიათ და ისე წასულან, უკან აღარ მოუხედავთ და ერთხელაც არ უკითხავთ რა შედეგი გამოიღო აქციამ. ასე რომ, გასაკვირი არ არის, თუ ვინმე პოლიტიკოსების აქციაზე მისვლას რეკლამსთან აიგივებს, ყველას არ ეხება ეს, მაგრამ ხომ გაგიგიათ-„ერთი დამპალი ვაშლი ყველას დაალპობსო“

-სწორედ ეგ არის  სტერეოტიპული აზროვნება, რომ ე.წ “პოლიტიზირება” არ უნდათ! სწორედ ეს მკვიდრდებოდა და დღესაც მკივდრდება საზოგადოებაში, რომ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა აზარალებს და ხიბლს აკარგვინებს… არა და სწორედაც,რომ პოლიტიკოსების აქტიური ჩართულობა უნდა იყოს მათი მოთხოვნა და არა მათგან დისტანცირება, რადგანაც ეს ქმნის სწორედ საზოგადოებრივი განხეთქილების ნიადაგს! პოლიტიკოსები ერთ მხარეს და დანარჩენი საზოგადოება მეორე მხარეს,რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ “ხიდჩატეხილობის” მარადიულ პრობლემასთან,რასაც შედეგი არასოდეს არ მოუტანია! ხოლო თუ კი ეს ახალგაზრდა და სხვებიც პირიქით, პოლიტიკოსებს ნდობას გამოუცხადებენ, ითანამშრომლებენ ასეთ და სხვა აქტულალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე – პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით – შედეგი გაცილებით ხეწლმისაწვდომი იქნება! ეს ერთგვარი “ტესტდრაივი” იქნება მათ შორის პოლიტიკოსებისთვისაც და გამოჩნდება ვინ დგას ხალხის მხარეს და ვინ “კომფორმიზმისკენაა” მიდრეკილი…

სწორედ ასეთი პრაქტიკა დაამკვიდრებს საზოგადოებრივი სოლიდარობის განცდას, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ცივილიზებული, ევროპული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს საზოგადოებისა და შესაბამისად სახელმწიფოს განვითარებას! ყოველ შემთხვევაში ასეთია ჩემი მოსაზრება!

შეგახსენებთ: პოეტმა ნიკა ჩერქეზიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ დავა კანცელარიის წინ აქციით განაგრძო. წუხანდელი ღამე უკვე გაათენა ქუჩაში და დღეს საღამოს 7 საათზე იგეგმება მასშტაბური საპროტესტო, მხარდამჭერი აქცია, რომელსაცთბილისის სოლიდარობის ქსელიდა ნიკას მხარდამჭერები მართავენ.

15349753_10209438990465470_8950548016367171330_n

კომენტარის დატოვება