უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­დავ­დგამთ შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ ნა­ბი­ჯებს და სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა იქ­ნე­ბა რუსეთის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი – ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­ი აცხადებს, რომ სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კა ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს, რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა და მალე გადადგამენ  “სამართლებრივ ნაბიჯებს”.

მისი გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, „ეძი­ნა­ია რა­სი­ას“ ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

„ძვირ­ფა­სო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და მთე­ლი მსოფ­ლიო ახლა გარ­დამ­ტეხ მო­მენტს გა­ნიც­დის. რუ­სუ­ლი სამ­ყა­რო დღეს იცავს მათ ინ­ტე­რე­სებს, ვინც მისი ერ­თგუ­ლია, ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ნა­ციზმს, პა­ტივს სცემს უნი­ვერ­სა­ლურ ადა­მი­ა­ნურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს და ნორ­მებს, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლია მთელ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს პირ­ვე­ლი აღორ­ძი­ნე­ბა, ნიშ­ნავს იმას, რომ არ­სე­ბობს ზღვა­რი, რომ­ლის გა­დაკ­ვე­თაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, რაც მოხ­და სწო­რედ აქ, სამ­ხრეთ ოსეთ­ში 2008 წელს, რო­დე­საც რუ­სეთ­მა გა­და­წყვი­ტა და­ეც­ვა ოსი ხალ­ხი და ეღი­ა­რე­ბი­ნა სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რის­თვი­საც ყო­ველ­თვის მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და ხალ­ხის

მად­ლო­ბა, ძმე­ბო და დებო. ეს იყო ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­მაც სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას მშვი­დო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა.

თუმ­ცა, , ოსი ხალ­ხის – გა­ყო­ფი­ლი ხალ­ხის მთა­ვა­რი ის­ტო­რი­უ­ლი, სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი ერთი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა.

ეს სა­ხელ­მწი­ფო არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია. ჩვენ­მა ხალ­ხმა არა­ერ­თხელ და­ი­სა­ხა ეს მი­ზა­ნი, ჩვენ გვქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა 2014 წელს აგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ოც­ნე­ბა, როცა ყი­რი­მი მშობ­ლი­ურ ნავ­სად­გურს და­უბ­რუნ­და. მა­შინ ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვით ჩვე­ნი შან­სი, მაგ­რამ ამის გა­მე­ო­რე­ბას ვერ და­ვუშ­ვებთ.

ვფიქ­რობ, რუ­სეთ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არის ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი, ჩვე­ნი გზა და ხალ­ხის მო­ლო­დი­ნი. ჩვენ ამ გზით ვივ­ლით. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­დავ­დგამთ შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ ნა­ბი­ჯებს. სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა იქ­ნე­ბა მისი ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს – რუ­სე­თის ნა­წი­ლი“, – წე­რია ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში.