430 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 86 150 (+430) ოკუპანტია განადგურებული.

უკრაინაში ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 25 ნოემბრამდე ასეთია:

ტანკები – 2 899 (+1), ჯავშანტექნიკა – 5 844 (+5), საარტილერიო სისტემები – 1 895 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 395 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 209 (+0), თვითმფრინავი – 278 (+0), ვერტმფრენები – 261 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1553 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 531 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4404 (+4), სპეციალური ტექნიკა – 163 (+2).