რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ჯამში 2037 სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ჯამში 2037 სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი ავრცელებს.

მისი თქმით, განადგურებულ ობიექტებს შორის 71 მართვის პუნქტი და უკრაინის შეირაღებული ძალების კავშირის კვანძებია. 98 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი და 61 სარადარო სადგურია.

კონაშენკოვის თქმით, ასევე განადგურებულია 66 თვითმფრინავი ხმელეთზე და 16 თვითმფრინავი ცაში, 708 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, 74 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 261 საველე არტილერიის ხელსაწყო და ნაღმტყორცნები, 505 ერთეული სპეციალური სამხედრო საავტომობილო ტექნიკა, ასევე 56 უპილოტო მფრინავი აპარატი.