მარიუპოლის მერი – ,,ევაკუაციის გარდა ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს”

მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ევაკუაციის გარდა მათ სხვა გზა არ აქვთ.

“მარიუპოლი არ არის მხოლოდ ქუჩები და სახლები, ეს არის მისი მცხოვრებლები. ოკუპანტების მხრიდან მუდმივი, დაუნდობელი დაბომბვის პირობებში, სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას მივცეთ შესაძლებლობა უსაფრთხოდ დატოვონ მარიუპოლი”, -აცხადებს ის.