საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინის დასახმარებლად 1.4 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინის დასახმარებლად 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების პაკეტი დაამტკიცა. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნული თანხა უკრაინას ომის შედეგებთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს.

ფონდის ხელმძღვანელის, კრიტალინა გეორგიევას თქმით, ომი უკრაინაში ღრმა ეკონომიკურ რეცესიას და ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.

ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკმა უკრაინას სამ-მილიარდიანი დახმარების პაკეტიდან, 500 მილიონი დოლარის ოდენობით ტრანში გამოუყო, ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად.