,,პუტინს ყველა თაობა მხარს უჭერს და მან იცის სად მიჰყავს ქვეყანა” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და მან იცის სად მიჰყავს ქვეყანა. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მარათონზე „ახალი ჰორიზონტები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას spbdnevnik.ru ავრცელებს.

„პუტინს ყველა თაობა მხარს უჭერს და მან იცის სად მიჰყავს ქვეყანა“, – განაცხადა პესკოვმა.

მან ასევე დაამატა, რომ კრიზისები რუსეთისთვის ყოველთვის განახლების და სრულყოფის პერიოდს წარმოადგენდა.

„ჩვენ დღეს რთულ, მაგრამ ძალზე საპასუხისმგებლო დროში ვცხოვრობთ. ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ვითარდებოდა, კრიზისს უმკლავდებოდა, კრიზისებს განახლებისთვის და სრულყოფისთვის იყენებდა. ქვეყანა ვითარდებოდა და ის ხდებოდა უკეთესი, რათა მომდევნო თაობებს ახალი ჰორიზონტები და შესაძლებლობები გაეხსნას“, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.