ბათუმში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ყოფილმა ქმარმა დაჭრა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ინფორმციას “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. მათი თქმით, დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსული კი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა დანით დაჭრა. მომხდარზე დეტალები უცნობია.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.