დღეს კორონავირუსით ინფიცირების ინფიცირების 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 445 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 438 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 341 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 445 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.45%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 081 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 341 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 651 322-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.07% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.73%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 445 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 009-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 770 პირი ემსხვერპლა.