,,მოლაპარაკებებმა შედეგი უნდა გამოიღოს, მშვიდობას დამარცხებული არ ეყოლება” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლში, სადაც რუსეთ-უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები იწყება, მხარეებს სიტყვით მიმართა. ერდოღანის სიტყვას აპლოდისმენტები მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება და აღნიშნა, რომ თურქეთის მეგობრობა ორივე ქვეყანასთან უფლებას აძლევს მას შუამავლობის ვალდებულება იკისროს.

„ტრაგედიის შეჩერება ორივე მხარის ხელშია. ვისურვებ, რომ ჩვენი შეხვედრები და დისკუსიები წარმატებული იყოს თქვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი რეგიონისთვის და მთელი კაცობრიობისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ მშვიდობას დამარცხებული არ ეყოლება.