რომელ პარტიასთან შეიძლება, გააკეთო ეროვნული თანხმობის ჯგუფი, რომ უფრო კარგად ივაჭრონ და ირბინონ, ქვეყანა დადონ სასწორზე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია – ნათელაშვილი

რომელ პარტიასთან შეიძლება, გააკეთო ეროვნული თანხმობის ჯგუფი, რომ უფრო კარგად ივაჭრონ და ირბინონ, ქვეყანა დადონ სასწორზე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განუცხადა.

ნათელაშვილის თქმით, როგორ შეიძლება, ოპოზიცია ერქვას, ვინც „ივანიშვილს პარლამენტს უთეთრებს და აძლევს საშუალებას, იმეფოს ამ გაუბედურებულ ქვეყანაში“.

„მე არ ვიცი, ეროვნული თანხმობის მთავრობა რას უნდა ნიშნავდეს იმ ფონზე, როცა ივანიშვილი რეჟიმი იყო დასრულებული, საკმარისი გახლდათ სამი კვირა ბოიკოტის გაგრძელება და ოპოზიციის არშესვლა იმ ცნობილ დარბაზში, ახალი არჩევნები წინ გვედგა თავისი ეროვნული მთავრობით და სამართლიანი პროცედურებით. ამის შემდეგ, რომელ პარტიასთან შეიძლება, გააკეთო ეროვნული თანხმობის ჯგუფი, რომ უფრო კარგად ივაჭრონ და ირბინონ, ქვეყანა დადონ სასწორზე – ჩემთვის ცოტა გაუგებარია. სად არის ოპოზიცია, რომელიც ივანიშვილს პარლამენტს უთეთრებს და აძლევს საშუალებას, იმეფოს ამ გაუბედურებულ ქვეყანაში; როგორ შეიძლება, ერქვას ოპოზიცია. ამიტომ, ვიდრე არ გავიგებთ სხვაობას კეთილსა და ბოროტს შორის, თეთრსა და შავს შორის, მანამდე არაფერი გვეშველება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.