ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას: გაცვალეთ მედვედჩუკი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე, რომლებიც ახლა ტყვეობაში არიან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.

„თუ მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, ნიშნავს, რომ ის ექვემდებარება ომის წესებს. ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას : გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე, რომლებიც ახლა ტყვეობაში არიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმა განიხილონ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი, ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.