„საქართველოს ხელისუფლებას გაურკვეველი პოზიცია აქვს”- გონჩარენკო

„ძალიან მადლიერები ვართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერისთვის და ამ დროს საქართველოს ხელისუფლებას გაურკვეველი პოზიცია აქვს.” – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ „ფორმულას”ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა საქართველოს 20%, მსგავსად უკრაინის 18%-ია, ოკუპირებულია რუსეთის მიერ, „ოცნება” უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო უკრაინის დახმარების საკითხში.

„თუ გავიხსენებთ რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ხოლო უკრაინის 18%-ია ოკუპირებული საქართველო უკრაინის შემდეგ ყველაზე დაინტერესებული გახლავთ ჩვენი გამარჯვებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების თვალსაზრისით ძალიან ძნელია ამის დანახვა, რომ საქართველო ამდენად დაინტერესებულია.
მოსახლეობის მხარდაჭერისთვის მე ძალიან მადლიერი ვარ” – აცხადებს გონჩარენკო.