„კი, კი, იტყუებიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია” – კალაძე მიხეილ სააკაშვილის უცხოელ ექიმებზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, უცხოელი ექიმები იტყუებიან, როდესაც საუბარია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

„კი, კი, იტყუებიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ყველა პატიმარს შესაბამის სერვისებზე ხელი მიუწვდება. თუ საჭიროა ექიმების ჩართულობა, ჩართული არიან, თუნდაც ის, რომ სააკაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი და იქ აგრძელებს მკურნალობას. ასე რომ თუ რომელიმე პატიმარს რაიმე საჭიროება ექნება ამ მიმართულებით, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს. მე ვენდობი შესაბამის სამსახურს და შესაბამის უწყებას” – განაცხადა კალაძემ.