თერჯოლის მერი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით,მოტოციკლის და ტრაილერის შეჯახების შედეგად გოგიაშვილმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შემთხვევა სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.