პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებაზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა.

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, კომისიის მიზანი შემთხვევის მიზეზების დადგენა და შედეგების აღმოფხვრა იქნება.

„დღეს, 06:07 წუთზე ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილზე, ტამანის ნახევარკუნძულის მხარეს სატვირთო აფეთქდა, რის შედეგადაც ყირიმისკენ მიმავალი სარკინიგზო მატარებლის საწვავის 7 ავზი აალდა” – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

აფეთქების შედეგად დაზიანებულია საგზაო და სარკინიგზო გზები. მოძრაობა შეზღუდულია.