რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ყირიმის ხიდზე დღეს გამთენიისას მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. სავარაუდოდ ისინი იმ სატვირთო მატარებლის ახლომდებარე ავტომობილში ისხდნენ, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა.

ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

„ორი გარდაცვლილის- მამაკაცისა და ქალის ცხედარი უკვე ამოყვანილია წყლიდან და მათი ვინაობა დგინდება“ – აცხადებენ უწყებაში.