„დასავლელი კოლეგები თანმიმდევრულად იცავდნენ უკრაინის რეჟიმს, თვალს ხუჭავდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე” – სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში აშკარა გენოციდის ფაქტს დასავლეთი ერთხმად უარყოფს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა ისიც, რომ მოსკოვი აგრესიას უპასუხოდ ვერ დატოვებდა.

„მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი დასავლელი კოლეგები თანმიმდევრულად იცავდნენ უკრაინის რეჟიმს, თვალს ხუჭავდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე, თვალს ხუჭავდნენ ქალების, ბავშვების, მოხუცების მკვლელობებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და ჩუმად ხელს უწყობდნენ სწრაფ ნეონაციზმისა და რუსოფობიის განვითარებას, რამაც საბოლოოდ ქვეყანა ტრაგედიაში ჩააგდო.

დასავლეთი მთლიანად დადგა კიევის რეჟიმის მხარეს მინსკის შეთანხმებების, საბოტაჟის მცდელობებში. ბოლო კვირებში ნატომ და ევროკავშირმა კიევს ხელი დააფარა, როდესაც მათ საბოლოოდ განიზრახეს ძალისმიერი გზით ხელში ჩაეგდოთ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები,” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.