რუსეთის პატრიარქი კირილი მრევლს რუსი სამხედროების დახმარებისკენ მოუწოდებს

რუსეთის პატრიარქის კირილის თქმით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი რუს სამხედროებს უკრაინაში უნდა დაეხმაროს, შეაგროვონ ფული, გაგზავნონ ამანათები და თუ შესაძლებელია თავადაც წავიდნენ ომში.

„თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეკლესია თავის ხალხთანაა, მაშინ თითოეული მრევლი უნდა დაეხმაროს მათ, ვინც ცეცხლის ხაზშია. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი მრევლის მობილიზება, რათა შევაგროვოთ ნივთები, საკვები”, – თქვა კირილმა სასულიერო პირებთან ტრაპეზზე.