გაერო-ში უკრაინის ელჩი – უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება

უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იყო და დარჩება უცვლელი, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი ქმედებისა და განცხადებებისა, – ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის ელჩმა სერგეი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

„უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იყო და დარჩება უცვლელი, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი ქმედებისა და განცხადებებისა. მიღებული გადაწყვეტილების შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებული ნაწილების აღიარება შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებიდან ცალმხრივ გამოსვლად,“- განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.