ჯოზეფ ბორელი: რუსეთი აკეთებს იმას, რაც გააკეთა სირიაში ან ჩეჩნეთში – უკვე მრავალი მიზეზი არსებობს პუტინის ჰააგის სასამართლოში გასამართლებლად

რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინის ქალაქების აღებას, ამიტომ განურჩევლად ბომბავს მათ, როგორც სირიასა და ჩეჩნეთში“, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„მარიუპოლი უდავოდ ომის დანაშაულის ადგილია, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ საავადმყოფოს. რუსეთს არ შეუძლია ქალაქების აღება, რადგან  უკრაინის წინააღმდეგობა ძალიან ძლიერია, ამიტომ ის აკეთებს იმას, რაც გააკეთა სირიაში ან ჩეჩნეთში – ის ბომბავს. რუსული არმია არის საარტილერიო არმია. ამიტომ ის ბომბავს განურჩევლად – ან საავადმყოფოს, ან ტროტუარებს, ან სახლებს“, – თქვა ბორელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე მრავალი მიზეზი არსებობს ვლადიმერ პუტინის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გასამართლებლად.

„ასეთი შესაძლებლობა არსებობს. და რასაც ჩვენ ვხედავთ, ვფიქრობ, ამის მრავალი მიზეზი არსებობს”, – თქვა ბორელმა.

„ჩვენ შევედით ევროპის ისტორიის ახალ გვერდზე, ახალ გვერდზეც კი გლობალურ გეოპოლიტიკაში“, – დასძნა ევროპელი დიპლომატი.