კახა კალაძემ ნარკოტესტზე ანალიზები ჩააბარა – აქ არის პასუხები, სუფთა ვარ ყველანაირად

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. კალაძეს თქმით, მან ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის გააკეთა.

„ანალიზები ჩავაბარე. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. აქ არის პასუხები, სუფთა ვარ ყველანაირად. შესაბამისად, სუფთა არჩევნები და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, გააკეთოს ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინონ შედეგები. მინდა, მივმართო ასევე სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, მათ აქვთ უფლება, მონაცემები გაასაჯაროონ და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.