კახა კალაძე – მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ტყუილი, თითქოს გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“ პროექტი, თბილისში ჩემ წინააღმდეგ საკუთარი კანდიდატურის დაყენებით, ეს ტყუილი დადასტურდა

მიზანმიმართული ტყუილი ვრცელდებოდა, თითქოს გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის პროექტი, შესაბამისად ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდეც, როდესაც მან თბილისში თავისი კანდიდატურა დააყენა ჩემ წინააღმდეგ, – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ალბათ იმ ადამიანებისთვის, ვინც კი გაურკვევლობაში იყვნენ, საეჭვოდ უყურებდნენ ამას, ფიქრობდნენ, მართლა ასე ხომ არ არისო, სიმართლე ყველასთვის ნათელია. შესაბამისად, ალბათ ამიტომ იღებენ გადაწყვეტილებას, როდესაც ტოვებენ პარტიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.