ვატო სურგულაძე – ვაქცინაციის ავტობუსების იდეა ისევ ჩავარდა – რეგულაციების დაწესება უკუღმა დავიწყეთ

„ტრანსპორტი, განსაკუთრებით მიწისზედა, ინფექციის გადაცემის ყველაზე დაბალი წყაროა. მთელ მსოფლიოში ასეა და თუ სადმე ტრანსპორტი იკეტება, ის ყველაზე ბოლო რიგშია. ჩვენ კიდევ უკუღმა დავიწყეთ, ჩავკეტეთ მიწისზედა ტრანსპორტი, რომელიც სხვებთან შედარებით, მეტ-ნაკლებად კარგად იყო მოწესრიგებული”, – ამის შესახებ „ლელოს” წევრმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვატო სურგულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე  თქმით, ვაქცინაციის ავტობუსების იდეა ისევ ჩავარდა.

“გადაწყვიტა, თბილისის მერიამ ეგრედწოდებული ვაქცინაციის ავტობუსები გაეშვათ, იდეა კარგი იყო. მაგრამ ვერავინ ვერ გაითვალისწინა, რომ ეს ავტობუსები გაჩერდნენ მეტროსთან და მეტროსთან არავინ აღარ დადის. ადამიანი რომ ჩავიდეს მეტროსთან იქაც გჭირდება შესაბამისი ტრანსპორტი. ისევ და ისევ, კარგი იდეა, ვაქცინაციის ავტობუსები, ისევ ჩავარდა,”- განაცხადა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან “ლელო საქართველოსთვის” ვახტანგ სურგულაძემ.