ზურაბ ჯაფარიძე: „ოცნებამ” ჯერ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების ყველა პუნქტი, ხოლო შემდეგ საერთოდ გავიდა – უტიფარი ვირეშმაკები არიან

ვროკავშირის მხრიდან ფინანსური ტრანშის მოცემაზე უარის თქმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა საქართველოსთვის, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც იგი აღნიშნავს, „ოცნებამ” ევროკავშირის უარის თქმა დაასწრო.

ოცნებამ ჯერ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების ყველა პუნქტი, ხოლო შემდეგ საერთოდ გავიდა ამ შეთანხმებიდან.

პასუხად ევროკავშირმა მოითხოვა შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება (ნუ, მართლმსაჯულების ნაწილს აღარაფერი ეშველება, მაგრამ მაინც) და თქვა რომ ამაზე იქნება დამოკიდებული ფინანსური დახმარების შემდეგი ტრანშის საქართველოსთვის მოცემა
ეს ტრანში ფინანსური თვალსაზრისით დიდს არაფერ ნიშნავს, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან ამ ტრანშის მოცემაზე უარის თქმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა, ამიტომ რა ქნა ოცნებამ?

დაასწრო და იქით თქვა უარი ამ ფულის მიღებაზე, ვალის შემცირება დავიწყეთო (რა შემცირება, შარშან 7.5 მილიარდი ახალი ვალი აიკიდეს, ოღონდ არჩევნები არ წაეგოთ)

პრიმიტიული, მაგრამ უტიფარი ვირეშმაკები არიან”. – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებაზე უარს ამბობს, რადგან ქვეყანამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო.