მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 1 თებერვალს გაიმართება

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 1 თებერვალს, 12:30 საათზე ჩანიშნა.

შეგახსენებთ, დღეს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პენიტენციური სამსახურის დაკვეთით მომზადებული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო.

პროცესზე გამოიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები და ექსპერტები.