ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისში | ავტომობილის სახლთან გაჩერების გამო, კაცს ნაჯახით გაეკიდნენ და სასტიკად სცემეს

ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომელს კაცი ნაჯახით გაეკიდა და სცემა. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

ფიზიკური დაპირისპირება მხოლოდ იმის გამო დაიწყო, რომ ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელს მანქანა ადგილობრივის სახლის მიმდებარედ ჰყავდა გაჩერებული.

ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებმა პირმა, პროტესტის ნიშნად ცენტრის თანამშრომელს ბლაგვი საგანი მოუქნია.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.