დანიის პრემიერი მიკოლაევში ჩავიდა და ზელენსკისთან ერთად დაჭრილი მებრძოლები მოინახულა

დანიის პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერიქსენი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად, მიკოლაივის საავადმყოფოში დაჭრილ უკრაინელ დამცველებს ვესტუმრეთ.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც. მადლობელი ვარ ყველა იმ სამედიცინო მუშაკის, რომელიც ზრუნავს ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე. ვუსურვებ მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას!” – წერს ზელენსკი.