უკრაინა ავიაკატასტროფისას დაღუპულთა შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს | გარდაცვლილია 16, მათ შორის 3 ბავშვია

უკრაინამ განაახლა ინფორმაცია კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა შესახებ.

ეროვნული პოლიციის სპიკერის განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. გარდა ამისა, დაშავდა 30 ადამიანი, საიდანაც 12 ბავშვია.

მომხდართან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა უკვე დაიწყეს გამოძიება.