ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 125 510 ჯარისკაცი დაკარგა | გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 125 510 (+800) ოკუპანტია ლიკვიდირებული.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24 თებერვლიდან 2023 წლის 28 იანვრამდე ასეთია:

ტანკები – 3 189 (+7), ჯავშანტექნიკა – 6 344 (+4), საარტილერიო სისტემები – 2 188 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 453 (+1), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 221 (+0), თვითმფრინავი – 293 (+1), ვერტმფრენები – 284 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1947 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 027 (+26), სპეციალური ტექნიკა – 199 (+0).