ბუბა კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ

ბუბა კიკაბიძეს დღეს მისი სურვილისამებრ, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობს, საიდანაც სახალხო არტისტს 14:00 საათზე უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.

ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები გასულ დღეებში ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, ღამით კი, ცხედარი ფილარმონიაში გადაასვენეს.

გამოჩენილი ქართველი მოღვაწე ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.