სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია…

სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა:

-„ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, რაც საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას, რომ წყალობა მოეღო საქართველოსთვის. დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია.