“ჩვენს  ქვეყანაში რომელიმე საელჩო რომ დააბოქლომონ, სამართალდამცავები ამის საშუალებას მისცემენ???”

ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში რამდენიმე ადამიანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას სოლიდარობა გამოუცხადა და საქართველოში ამერიკის საელჩოს, სიმბოლურად, ბოქლომი დაადეს.

როგორც „ფორმულას“ თეატრალიზებული აქციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გურამ რაქვიაშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ხალხს საარჩევნო ხმის უფლება წაართვა.

იხ.

https://formulanews.ge/new/index.php?m=41&news_id=15704&fbclid=IwAR1owC9_ZysDMDdqAguMd2h2HFWEDcSn4R-BvepI0AteslU33v8hYbtM03s

ამ ფაქტს ადვოკატი ალექსანრე კობაიძე ეხმიანება:

-ჩვენს  ქვეყანაში რომელიმე საელჩო, რომ დააბოქლომონ სამართალდამცავები ამის საშუალებას მისცემენ?! მსგავსი საქციელით ხომ ატყდებოდა საერთაშორისო სკანდალი და დაწყებოდა საპროცესო ნოტების გაცვლა გამოცვლა. საინტერესოა, სხვა სახელმწიფოში ადგილობრივი სამართალდამცველები, რატომ აძლევენ ჩვენი ქვეყნის, სუვერენული ქვეყნის დისკრედიტაციის საშუალებას?!.