ლაშა სტურუა: ფინანსურ მაფიაზე გამარჯვების რეკომენდაცია

ლაშა სტურუა

“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ადვოკატი.

ფინანსურ მაფიაზე გამარჯვების რეკომენდაცია:
მაგალითი:
ნამდვილი ევროპული სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარული გადაწყვეტილება და გამარჯვებული მოქალაქეები!
(ამბავი,თუ როგორ დაამარცხეს ისლანდიის მოქალაქეებმა საბანკო კრედიტების გადახდაზე უარის თქმით ფინანსური მაფია)…
… გსმენიათ თუ არა რა მოხდა 2015 წლის 23 ოქტომბერს ისლანდიაში?
სავარაუდოდ არა… და იცით რატომ?
– იმიტომ, რომ მასზე მსოფლიო მედიაში არავის გაუმახვილებია ყურადღება.

მოკლედ ასე…
– 23 ოქტომბერს ისლანდიაში აბსოლუტურად მშვიდობიანი რევოლუცია მოხდა, მაგრამ იგი ამავდროულად, იყო საკმაოდ „რევოლუციური“. მან გვიჩვენა, თუ როგორი „საშიშია“ როდესაც ,,დემოკრატიული პროცესებს“ აკონტროლებს უმრავლესობა და არა უმცირესობა.
კერძოდ:
– 2015 წლის 23 ოქტომბერს ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა რომელზეც ქვეყნის ახალი კონსტიტუცია მიიღეს.
ეს რეფერენდუმი ისლანდიაში 2008 წელს დაწყებული არეულობების უკანასკნელი აკორდი იყო.
– ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო რაც ისლანდიელებმა მოულოდნელად გაიგეს, რომ ფინანსური კრიზისის შედეგად ქვეყანა გაკოტრდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აყვავებული ეკონომიკის შედეგად ეს მოულოდნელი შედეგი იყო.
– 2003 წელს ქვეყნის ყველა ბანკი პრივატიზირებული იქნა. უცხოური ინვესტიციების მიზიდვის მიზნით კი ონლაინ-ბანკინგით მუშაობა დანერგეს, რომელიც მინიმალური დანახარჯით მაღალ მოგებას იძლეოდა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, ისლანდიურმა ბანკებმა ბრიტანული და ჰოლანდიური ინვესტორები მიიზიდეს, ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდა და ყვაოდა, მაგრამ აღსანიშნავია ერთი ნიუანსი, ინვესტიციების ზრდასთან ერთად ირზდებოდა ბანკების საგარეო ვალები.
2003 წელს ისლანდიის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 200 პროცენტს შეადგენდა, 2007-ში – კი უკვე 900 პროცენტს…
2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ისლანდიის აყვავებული ეკონომიკისთვის სასიკვდილო დარტყმად იქცა. ქვეყნის 3 მთავარი ბანკი Landbanki, Kapthing და Glitnir გაკოტრდა და სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიართებაში 85 პროცენტით გაუფასურდა.
წლის ბოლოს კი ისლანდიამ გაკოტრება გამოაცხადა.

ბანკების კრახიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, ისლანდიელები ქუჩაში გამოვიდნენ იმ ბანკირების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ რომლებმაც ამ კრიზისის განვითარებას ხელი არ შეუშალეს.
ამის გამო მთავრობა იძულებული გახდა გადამდგარიყო.

არჩევნები 2009 წლის აპრილში ჩატარდა, მთავრობაში მემარცხენე კოალიცია მოვიდა, რომელმაც ერთისმხრივ დაგმო ნეოლიბერალური ეკონომიკური სისტება და ამავდრულად დაეთანხმა მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მოთხოვნებს – დაეფარა ისლანდიის ბანკების 3,5 მილიარდი ევროს რაოდენობის ვალი.
ისლანდიის ყოველ მოქალაქეს 15 წლის განმავლობაში, ყოველ თვე უნდა გადაეხადა 100 ევრო, რომ დაეფარა ბანკის ვალი მეორე კერძო პირის მიართ.

ამ მიზეზებმა მშვიდი ისლანდიელების აღშფოთება გამოიწვია და ქვეყანაში არეულობების ახალი ტალღა დაიწყო. ისლანდიის მთავრობა იძულებული გახდა, რომ მოსახლეობთვის მხარი დაეჭირა. პრეზიდენტმა ოლაფურ რაგნარ გრიმსონმა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის დამტკიცებაზე უარი თქვა და რეფერენდუმის ჩატარებას დაეთანხმა.

პრეზიდენტის ამ ქმედებას მოყვა „თავისუფალი მსოფლიოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის“ დამახასიათებელი რექცია – ისლანდიაზე მოხდა უპრეცედენტო ზეწოლა.

ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში ბრიტანეთი და ჰოლანდია ისლანდიას მკაცრი ეკონომიკური სანქციების გატარებას ჰპირდებოდა. ბრიტანეთის მთვარობა ისლანდიის მოქალაქეების დანაზოგების და საბანკო აქტივების გაყინვით იმუქრებოდა, მაგრამ ისლანდიელები ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ.

პრეზიდენტმა კი ასეთი განცხადება გააკეთა:

“ ჩვენ გვეუბნებნებიან, რომ თუ არ მივიღებთ საერთაშორისო საზოგადოების წინანდადებას ჩრდილოეთ კუბას დავემსგავსებით, მაგრამ თუ დავეთანხმებით – ჩრდილოეთ ჰაიტს… ვფიქრობ ჩვენ გავუძლებთ მუქარასაც და ცდუნებასაც და დავრჩებითთ ღირსეულ და გამარჯვებულ ისლანდიად!“

– ამ საკითხზე რეფერნდუმი 2010 წლის მარტში ჩატარდა. მონაწილეების 93 პროცენტმა უარი თქვა უცხოელი კრედიტორების ვალის გასტუმრებაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) სასწრაფოდ შეაჩერა დაფინანსება. მოქალაქეების მხარდაჭერით მთავრობამ ფინანსური კრიზისის გამომწვევ პირთა ძებნა დაიწყო. ინტერპოლმა Kaupthing-ის ბანკის პრეზიდენტის დასაჭერად საერთაშორისო ორდერი გასცა. ქვეყნიდან გაიქცნენ სხვა ბანკირებიც. ისლანდიელები მიღწეულზე არ შეჩერდნენ და ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყვიტეს. 2010 წელს ნაციონალურმა ანსამბლეამ აირჩია 950 უბრალო მოქალაქე, რომლებმაც ახალი კანონ-პროექტი შეიმუშავეს. მის დასამუშავებლად შეიქმნა 25 კაციანი საკონსტიტუციო საბჭო, რომელმაც გაითვალისწინა მოსახლეობისგან სოციალური ქსელებით მიღებული რჩევები და ჩამოაყალიბა ერთიანი დოკუმენტი. 23 ოქტორმებერს ჩატარებული რეფერნედუმში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის 66 პროცენტმა. აქედან 80 პროცენტმა ხმა მისცა ახალი კონსტიტუციის მიღებას.

– გაიმარჯვა ისლანდიამ და ისლანდიელმა მტკიცე ნებისყოფის ხალხმა!
– დამარცხდა ერთი შეხედვით, დაუმარცხებელი ფინანსური მაფია!

P.S. – ყველაფერი უნდა გაკეთდეს,რომ მსგავსი სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდეს საქართველოშიც,რომელიც უპირობოდ დააჩოქებს ჩვენს ფინასურ-მაქინატორებსა და ქართველი ერის დაკაბალების მოსურნეთა ერთ მუჭა მაფიოზების კასტას!
– სოლიდარული ერთობა – ესაა გზა ეროვნული და ევროპული პროგრესისაკენ!
– მსურს ვიყო ქართველი – “ისლანდიურად!”
– მსურს “23 ოქტომბერი” – ქართულად!
“თქვენგან,თქვენთვის,თქვენთან ერთად!” – მჯერა,რომ ეს დღე აუცილებლად დადგება და ვიხილავ გალაღებულ ქართველობას!

კომენტარის დატოვება