„ინტერნიუსმა“ დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი პროექტი დაიწყო

„ინტერნიუსმა“ ახალი პროექტი – „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში”  – დაიწყო,  რომლის მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა საზოგადოებისთვის და მედიის  გაძლიერება.

 პროექტის პრეზენტაცია დღეს “ინტერნიუსის” ოფისში გაიმართა, სადაც პროექტის ავტორებმა ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდეს.

-„პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ორიენტირებულია რეგიონული მედიის განვითარებაზე და კერძოდ მულტიმედიური კონტენტის, მულტიმედიური  პლატფორმების  გაძლიერებაზე რეგიონებში. იზრდება ინტერნეტის და სოციალური ქსელის მომხმარებელთა რიცხვი და მათთვის უფრო საინტერესო ჟურნალისტური მასალები იქნება ინტერნეტ-სივრცეში“-განაცხადა პროექტის დირექტორმა მაია მიქაშავიძემ.

როგორც „ინტერნიუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გენადი უჩუბაშვილმა განაცხადა, მედიაპროვაიდერებისთვის და რეგიონალური მედიისთვის კონკურსი უკვე გამოცხადდა და  გამარჯვებული 20 თებერვალს გამოვლინდება.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს 9 რეგიონული მედია და 7 კონტენტის პროვაიდერი ორგანიზაცია მიკროგრანტს, აღჭურვილობას და გამოცდილებას მიიღებს.

 

კომენტარის დატოვება