სხდომას ოპოზიცია არ ესწრება

დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა და კვორუმი, რომლისთვისაც 76 დეპუტატის დასწრებაა სავალდებულო, შედგა.

პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები. სხდომას არ ესწრებიან ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც. სხდომათა დარბაზში იმყოფებიან დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი, მათ შორის ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ლევან კობერიძე.

პარლამენტის პლენარული სესია, რომელიც 12 საათზე იყო დაგეგმილი, ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო.