“ერთმა ფერეიდნელმა მითხრა, ჩვენი გახარებული წინაპრები ზეციდან გლოცავენო!”

F-news

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი

-“ერთმა ფერეიდნელმა მითხრა, ჩვენი გახარებული წინაპრები ზეციდან გლოცავენო! მართლაც, რაც ფერეიდნელების საქმეს შეეხება, ძალიან დიდი ძალა მეხმარება… ჯერ იყო და რომ ჩავედი წიგნების ჩამორთმევას და პრობლემებს იმიტომ გადავურჩი, რომ ჩემი ჩასვლა თეირანის წიგნების საერთაშორისო ფესტივალს დაემთხვა. შემდეგ პირველი პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდისგან უპრობლემოდ დამიფინანსდა. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კი, მას ისე მოეწონა პროექტი, მისი დაფინანსება გადაწყვიტა და მეორე პროექტიც წარმატებულად მიდის. ახლაც ძალიან ბევრი და კარგი სიახლეა ფერეიდნელების შესახებ, თუმცა ამას მოგვიანებით გაცნობებთ.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 3 დეკემბერს 17:00–ზე ვარდების ბაღის დარბაზში (ყოფილი გორკის კლუბი) პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, სადაც ფერეიდნელები პროექტის მანძილზე შესწავლილ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ! ვისაც გსურთ გაიზიროთ ჩვენი სიხარული და წარმატება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ამ ლამაზ საღამოზე!“-წერს ტომარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება