ვინ მოგცათ უფლება ერის სიამაყე ასე აბუჩად აიგდოთ და შეურაცხყოთ?

მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე  სკვერში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.  სკულპტურა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი და გიგა ნიკოლეიშვილი,  კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, საკრებულოს დეპუტატები და გენერლის შთამომავლები ესწრებოდნენ. საქართველოს ეროვნული გმირის, დაუმარცხებელ გენერლად წოდებული გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გენადი ზაქარაიაა.

ბიუსტმა საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, სოციალურ ქსსელში უკვე გაჩნდა კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით.

15319157_1709403312707318_3406874024021505766_n

ბიუსტის იერსახემ გააღიზიანა საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძეც.

-„დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ერის სიამაყეა! ვინ მოგცათ უფლება ერის სიამაყე ასე აბუჩად აიგდოთ და შეურაცხყოთ? ასე დაამციროთ და დაამახინჯოთ? ჩვენი ერის სულის დამახინჯება არ გყოფნით და ახლა მის გმირებზე გადახვედით? დავით ნარმანიავ! თბილისის ისტორიაში სამარცხვინო მერი ხარ!

P. S. ცნობისათვის ბიუსტზე და ძეგლზე დაბადება–გარდაცვალების წლები იწერება.

4i0a3719-copy

კომენტარის დატოვება