“პატრიოტთა ალიანსს” დამატებითი 4 მანდატის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეაქვს

პატრიოტთა ალიანსს პარლამენტში დამატებითი მანდატების მოპოვების მიზნით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

როგორც ოპოზიციაში განმარტავენ მათ 4 მანდატი ეკუთვნით.

მათი მტკიცებით, არსებული საარჩევნო კოდექსი ამ მიმართულებით კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის, რის გამოც ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ორ-ორი მანდატი უნდა დათმონ.

„ჩვენ ვთვლით, რომ ოთხი მანდატი, ორი ქართულმა ოცნებამ და ორი ნაციონალურმა მოძრაობამმიისაკუთრა და ეს ეკუთვნოდა ბლოკს საქართველოს გაერთიანებული ოპოზიცია. არ არის გამორიცხული ეს სარჩელი დაკმაყოფილდეს და შესაბამისად ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას მოუწიოს იმ ორ-ორი მანდატის დათმობა,“-განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

კომენტარის დატოვება