თურქეთის ხელისუფლებისთვის ცნობილია ტერაქტის ორგანიზატორი

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილია ტერაქტის ორგანიზატორი, თუმცა ინფორმაციის დადასტურებამდე თავი შეიკავა დასახელებისგან.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. დაჭრილთა რიცხვმა კი 60-ს მიაღწია.

ამ წუთებში Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ ათათურქის აეროპორტში ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლომა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარის დატოვება