თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს  და თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს სამძიმრის წერილს  უგზავნის.

   ” შეძრწუნებული ვარ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ განსაცდელის ჟამს ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს ტერორიზმთან ბრძოლაში”– ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

კომენტარის დატოვება